loader

მთვრალ მობანავეებს "გასვენება" მოუწყვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთვრალ მობანავეებს "გასვენება" მოუწყვეს

TDI Group-მა ბელორუსის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროსთან ერთად წყალში უსაფრთხო ქცევის კამპანია შეიმუშავა. კამპანიის ფარგლებში კრეატორებმა აქცია ჩაატარეს, რომელმაც სანაპიროს დამსვენებლები გააოგნა.

ზაფხულის პერიოდში ყოველწლიურად წყალსაცავებში სიკვდილის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. სტატისტიკური მონაცემებით, დახრჩობის მთავარ ფაქტორად წლიდან წლამდე ალკოჰოლი რჩება. სიმთვრალისას ადამიანს საკუთარი ძალების რეალურად შეფასება არ შეუძლია, უფრო გაბედული ხდება და საფრთხის გრძნობას კარგავს.

სწორედ ამიტომ საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ შეიმუშავა კამპანია, რომელიც არა მხოლოდ "მთვრალი ბანაობის" პოტენციურ მსხვერპლებზე მოახდენდა გავლენას, არამედ მათზეც, ვისაც საკუთარ ახლობლებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

კრეატორებმა გადაწყვიტეს "საბოლოო გზაზე" საჯაროდ გაეცილებინათ ისინი, ვინც წყალში მთვრალი შედის. PR-ეფექტის მისანიჭებლად აქცია ორკესტრის და მყვინთავის დახმარებით გაკეთდა.