loader

რუსეთის ზოოპარკში დათვმა მგლების თავდასხმა მოიგერია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის ზოოპარკში დათვმა მგლების თავდასხმა მოიგერია

რუსეთში, იაროსლავსკის ზოოპარკში დათვისა და სამი მგლის შერკინება გადაიღეს. მიუხედავად რამდენიმე ნაკბენისა, დათვმა ხროვის თავდასხმის მოგერიება შეძლო. ზოოპარკის სტუმრები დათვს ერთხმად უჭერდნენ მხარს, მაგრამ ეჭვი გამოთქვეს, შეძლებდა თუ არა დათვი მგლების დამარცხებას.
ვიდეოზე ჩანს, რომ თავიდან დათვს ორი მგელი დაესხა თავს, მაგრამ ცხოველმა მათი მოგერიება შეძლო. შემდეგ მგლებმა ერთმანეთში დაიწყეს ჩხუბი, დათვი კი მათ გამიჯვნას შეეცადა. ბოლოს ორთაბრძოლაში კიდევ ერთი მგელი ჩაება. მტაცებლები მის კუთხეში მომწყვდევას შეეცადნენ, მაგრამ საბოლოოდ მისდამი ინტერესი დაკარგეს.