loader

ღარიბაშვილს თავზე წყლის გადასხმა შესთავაზეს - გახდება თუ არა პრემიერი სახელგანთქმული ფლეშმობის მონაწილე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ღარიბაშვილს თავზე წყლის გადასხმა შესთავაზეს - გახდება თუ არა პრემიერი სახელგანთქმული ფლეშმობის მონაწილე

მსახიობები, სპორტსმენები და სხვა სფეროს წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე კვირაა, ერთმანეთს ცივი წყლის გადასხმაში ეჯიბრებიან. შეჯიბრების არსი მდგომარეობს შემდეგში: ის, ვინც თავზე ცივ წყალს გადაისხამს, თავის სამ მეგობარს იწვევს მსგავსი ქმედების გასაკეთებლად. თუ ისინი უარს იტყვიან, მაშინ ALS-ის ფონდში 100 დოლარი უნდა ჩარიცხონ. რამდენიმე საათის წინ მსგავსი ვიდეო მარკ ცუკერბერგმაც გამოაქვეყნა და თავზე ცივი წყალი გადაისხა. ამ შეჯიბრებაში მან კოლეგა შერილ სანდბერგი, Netflix-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰეისტინგსი და ბილ გეითსი გამოიწვია.

ფლეშმობს უკვე შეუერთდა "პალიტრამედიაც". გადაცემა "ინტერნეტპალიტრის" წამყვანმა თამთა ასათიანმა წყალი პირდაპირ ეთერში გადაისხა. თამთა ასათიანმა ფლეშმობში მონაწილეობისთვის ასევე "პალიტრა TV"-ის წამყვანები - მერაბ მეტრეველი, პროვოკატორი და მარიკა დარჩია გამოიწვია.

რაც შეეხება "პალიტრის" მარკეტინგის დირექტორს, თამთა ასლანიშვილს, მან ფლეშმობში მონაწილეობის მორიგ ადრესატებად დაასახელა: ირაკლი ქაშიბაძე - ეკონომიკის სამინისტროდან, ვაჟა თავბერიძე - "პალიტრა მედიიდან" და ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თამაშის თანახმად, მათ ან გამოწვევას უნდა უპასუხონ, ან თანხა საქველმოქმედო საიტზე გადარიცხონ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

Irakli Gharibashvili called on to take the ice bucket challenge - Watch the video on georgianews.ge