loader

ზესტაფონელებმა უწყლობის გამო თავზე ცარიელი ტაშტები დაიმხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზესტაფონელებმა უწყლობის გამო თავზე ცარიელი ტაშტები დაიმხეს

საქველმოქმედო აქცია, რომელიც ამიოტროპული გვერდითი სკლეროზით დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად მთელმა მსოფლიომ აიტაცა, უკვე სოციალური პრობლემების მოსაგვარებლადაც შეიძლება გამოიყენოთ. მაგალითად, ზესტაფონელმა მამაკაცებმა უწყლობის პრობლემის გადაჭრა ამ მეთოდითაც სცადეს: მათ ქველმოქმედება წყალმომარაგების ადგილობრივი კომპანიის კრიტიკას შეუთავსეს. რადგან ზესტაფონში იმ დღეს წყალი არ მოდიოდა, მამაკაცებმა ცივი წყლის გადასხმის მაგივრად თავზე ცარიელი ტაშტები დაიმხეს და წყლის გადასასხმელად ზესტაფონის ”წყალკანალი” გამოიწვიეს.