loader

მეთოდი, რომელიც ადამიანის სახეს სასურველ გამომეტყველებას სძენს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეთოდი, რომელიც ადამიანის სახეს სასურველ გამომეტყველებას სძენს

იაპონელმა არტისტმა, ნომუბიჩი ასაიმ ისეთი მეთოდი აღმოაჩინა, რომლითაც ადამიანის სახეს ნებისმიერ გამომეტყველებას არგებს. მან და მისმა გუნდმა სამგანზომილებიანი პროექციის სისტემის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ, ტოკიოში მოაწყო.

"ეს ჩემი გამოსახულებაა ეკრანზე. ჩემს სახეზე სხვადასხვა გამომეტყველება ჩნდება. მართლაც საინტერესოა. ეს მე ვარ და ამავე დროს არც ვარ მე", - ამბობს მოდელი იუკა სეკიმიზუ, რომელიც ამ პროექტში თავიდანვე იყო ჩართული. ამისთვის მას წარბების გაპარსვაც კი მოუხდა.

ტოკიოში გამართულ პრეზენტაციას უამრავი ხალხი, შერეული პუბლიკა დაესწრო - არტისტებით დაწყებული, ტექნოლოგიების სპეციალისტებით დამთავრებული. ამჟამად ასაი თავისი პროექტისთვის სპონსორებს ეძებს, რომ შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, შემდეგი ეტაპი კი უკვე სამგანზომილებიანი პროექციით სხეულის ფორმების ცვლილებაა.