loader

სპილო გრანდი გონს მოვიდა და წამოდგა - ემოციური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპილო გრანდი გონს მოვიდა და წამოდგა - ემოციური კადრები

თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილო გრანდი თავს კარგად გრძნობს. რთული ოპერაციის და ხანგრძლივი ძილის შემდეგ, რომელიც ნარკოზით, იყო გამოწვეული სპილო გონს მოვიდა და წამოდგა.

თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გრანდს წამოდგომაში სამაშველო სამსახური დაეხმარა. მასთან რჩებიან ინგლისელი ვეტექიმები.

ოპერაციის შემდეგ გრანდის გულისცემა და მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, თუმცა პრობლემა ის იყო, რომ გრანდს ეძინა, ამ მდგომარეობაში კი ძილი მისთვის ძალიან სახიფათო იყო.
როგორც ცნობილია ჩვენი სპილო დაახლოებით 6 ტონას იწონის, ინგლისელი ვეტექიმების განმარტებით მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი ცხოველის სხეული მთელი სიმძიმით აწვება ფილტვებს. ამგვარი სიძლიერის დაწოლისგან იყო ფილტვების შეშუპების საშიშროება, რაც სუნთქვის შეჩერებას გამოიწვევდა.

სპილოს ურთულესი ოპერაცია 10:00 საათიდან მიმდინარეობდა.

გრანდის დღეს თითქმის მთელი საქართველო გულშემატკივრობდა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე