loader

ოთო ნემსაძის მეგა-შესრულება და დამსახურებული მოგება მეგა-შოუში "ბრავო" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთო ნემსაძის მეგა-შესრულება და დამსახურებული მოგება მეგა-შოუში "ბრავო"

"რუსთავი 2"-ზე მეგა-შოუ "ბრავოს" ფინალი გაიმართა. შოუს გამარჯვებული ხმათა 42%-ით ოთო ნემსაძე გახდა. მან ჯეიმს ბრაუნის უკვდავი ჰიტი It's a Man's Man's Man's World ორკესტრთან ერთად ფანტასტიკურად შეასრულა. მომღერლის ლობისტი ლალი მოროშკინა იყო. შოუს გამარჯვებულს "ორბი ჯგუფისგან" ბათუმში ბინა გადაეცა.

პროექტის ფინალში ერთმანეთს 8 მუსიკოსი ეჯიბრებოდა, რომელთა ლობისტებიც იყვნენ მაია ასათიანი, ლალი მოროშკინა, შორენა ბეგაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ვანიკო თარხნიშვილი, ნიკა გრიგოლია, ვლადიმერ ბოისა და ნინო გაჩეჩილაძე.

იხილეთ გამარჯვების შემდეგ ოთო ნემსაძის პირველი კომენტარი