loader

"ჰიჩკოკის ჩიტები" სამკაულებზე და ცნობილი სახეები კოლექციის ჩვენებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჰიჩკოკის ჩიტები" სამკაულებზე და ცნობილი სახეები კოლექციის ჩვენებაზე

ეძღვნება მათ, ვისაც არ აშინებს მზის მეორე მხარე. საიუველირო კოლექცია ამ თამამი განაცხადით დიზაინერმა თორნიკე ჯგერნაიამ წარუდგინა ქართულ საზოგადოებას.

"ჰიჩკოკის ჩიტები 2: განთიადი" - კოლექცია ამ სახელწოდებით რამდენიმე დატვირთვას ატარებს. განთიადი, როგორც ახალი სიცოცხლის დაბადება და ომი, როგორც სიცოცხლის მუდმივი თანმხლები. ახალგაზრდა ხელოვანმა კოლექცია ომებში დაზარალებულ ბავშვებს მიუძღვნა.

ვერცხლი, ტიხრული მინანქარი, ძვირფასი თვლები - ფილიგრანის ტექნიკით შესრულებული მსუბუქი და ჰაეროვანი კოლექცია ჩვენებაზე მისულმა ცნობილმა სახეებმა მოიწონეს და სამკაულების შეძენის სურვილი გამოთქვეს.

ალფრედ ჰიჩკოკის ფილმებით შთაგონებული კოლექცია თორნიკე ჯგერნაიამ 2 წლის წინაც წარუდგინა საზოგადოებას. მათ, ვისაც არ აშინებს მზის მეორე მხარე, ახალგაზრდა დიზაინერი სამომავლოდ ბევრ საინტერესო ჩვენებას ჰპირდება.

ასევე იხილეთ: "TORO Enamel"-ის სამკაულის ახალი კოლექციის პრეზენტაცია