loader

პოლიცია მძღოლებს დარღვევების გამო აჩერებს, მაგრამ ჯარიმის ნაცვლად მათ სიურპრიზი ელით... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიცია მძღოლებს დარღვევების გამო აჩერებს, მაგრამ ჯარიმის ნაცვლად მათ სიურპრიზი ელით...

მასაჩუსეტსის შტატში, ქალაქ ლოუელის პოლიციამ სამართალდამცავებზე დამკვიდრებული ნეგატიური სტერეოტიპის დანგრევა საშობაო სიურპრიზის დახმარებით გადაწყვიტა. პოლიციელებმა სხვადასხვა დარღვევების გამო მძღოლები გააჩერეს და სხვა კითხვებთან ერთად, იმითაც დაინტერესდნენ რა სურდათ მათ ან მათ შვილებს საახალწლო საჩუქრად. პასუხის მიღების შემდეგ, პოლიციელებმა თანამზრახველებს რაციით შეატყობინეს, როგორი უნდა ყოფილიყო საჩუქარი. ადამიანები კი, რომლებიც ამ დროს სუპერმარკეტში მორიგეობდნენ, საჩუქრებს ყიდულობდნენ და სანამ პოლიციელები მძღოლებს მათ "დანაშაულს" უხსნიდნენ, დაკავების ადგილზე საჩუქრები მიჰქონდათ. ნახეთ, როგორი ბედნიერი სახეები აქვთ ამ მძღოლებს.