loader

კლიპი, რომლის გამოც სკანდალურ მომღერალს პედოფილიის პროპაგანდაში ადანაშაულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კლიპი, რომლის გამოც სკანდალურ მომღერალს პედოფილიის პროპაგანდაში ადანაშაულებენ

მომღერალმა Sia-მ საზოგადოებას კომპოზიცია Elastic Heart-ზე საკუთარი ახალი ვიდეოკლიპი წარუდგინა. ვიდეოში მთავარი მოქმედი პირები სკანდალურად ცნობილი მსახიობი შაია ლაბეფი და 12 წლის მოცეკვავე მედი ზიგლერი არიან.  გოგონამ სახელი Sia-ს ზეპოპულარული სიმღერის, Chandelier-ის კლიპში მონაწილეობით გაითქვა. კანის ფერის საცვლებში გამოწყობილი მსახიობები უზარმაზარ გალიაში ცეკვავენ. კლიპმა გამოსვლის დღეს youtube-ზე 3 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, თუმცა მოიძებნენ კრიტიკოსები, რომლებმაც ზრდასრული მამაკაცისა და ბავშვის ურთიერთობაში პედოფილიის პროპაგანდა დაინახეს.

"რეაქციას ველოდი, მაგრამ პედოფილია?!... შაია და მედი - ერთადერთი მსახიობები არიან, რომლებიც როლს გაართმევდნენ თავს. ისინი ადამიანის შიგნით ორ, ერთმანეთთან მტრულად განწყობილ მდგომარეობას თამაშობენ. პატიებას ვთხოვ მათ, ვინც Elastic Heart-ში რაიმეს მოწოდებას ხედავს", - დაწერა Sia-მ Twitter-ის საკუთარ გვერდზე.