loader

რის გადარჩენას ცდილობს ასე ეს სასოწარკვეთილი ბიჭი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რის გადარჩენას ცდილობს ასე ეს სასოწარკვეთილი ბიჭი

ზუერ სპენჯერმა გადაწყვიტა, 580 დოლარად ახლახან შეძენილი დრონი DJI Phantom2 გამოეცადა, მაგრამ ფრენა დაგეგმილი სცენარით არ წარიმართა. ჰაერში დრონს აკუმულატორი დაუჯდა და უპილოტო აპარატმა დაშვება დაიწყო... თანაც, პირდაპირ არხისკენ. სასოწარკვეთილი ზუერი მოწყობილობის გადასარჩენად გაყინულ წყალში ტანსაცმლიანად შევარდა და დრონი ბოლო მომენტში დაიჭირა.

რამდენიმეწამიან ვიდეოს, რომელშიც ახალგაზრდა ბიჭის "თავგანწირული" მცდელობაა ასახული, მეტი დრამატიზმისთვის ფონად უიტნი ჰიუსტონის ცნობილი სიმღერა დაადეს. YouTube-ზე ვიდეო რამდენიმე დღეში 2 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.