loader

როცა ღმერთს ტელეფონი დაუჯდა... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როცა ღმერთს ტელეფონი დაუჯდა...

სმარტფონების ბრენდმა mophie-მ რეკლამაში თვით ღმერთი ჩართო. სარეკლამო სააგენტო Deutsch LA-ს მიერ შექმნილი ეპიკური სარეკლამო რგოლი სამყაროს აღსასრულზე ფილმს მოგვაგონებს და ამავე დროს, იუმორითაა გაჟღენთილი.

ვიდეორგოლის სიუჟეტით, დედამიწის მცხოვრებლები მიხვდნენ, რომ აპოკალიფსი მიუახლოვდათ. ადამიანები შოკში არიან, პლანეტაზე ქაოსი გამეფდა, მაგრამ ღმერთს ხმას ვერაფრით აწვდენენ - მის სმარტფონს ბატარეა დაუჯდა. "როდესაც თქვენი ტელეფონი მოკვდა, ღმერთმა იცის, რა შეიძლება მოხდეს", - ნათქვამია რეკლამის დასასრულს.