loader

უკრაინული "ახალი ხმის" მწვრთნელები პრემიერ-მინისტრ იაცენუკის შვილს არ შემოუბრუნდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინული "ახალი ხმის" მწვრთნელები პრემიერ-მინისტრ იაცენუკის შვილს არ შემოუბრუნდნენ

უკრაინაში საბავშვო "ახალი ხმის" შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. ყველასათვის მოულოდნელად, ჟიურის წინაშე უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენუკის შვილი სოფია იაცენუკი წარდგა, რომელმაც სიმღერა Sunny შეასრულა. სოფიას კულისებიდან მამა და დედა გულშემატკივრობდნენ. სამწუხაროდ, გოგონამ მწვრთნელების მოხიბვლა ვერ შეძლო და მას არცერთი არ შემოუბრუნდა. სიმღერის დასრულების შემდეგ, როცა მწვრთნელმა ტინა კაროლმა გოგონას გვარი ჰკითხა, მთელი დარბაზი გაიტრუნა, შემდეგ კი ყველამ გულიანად გაიცინა. ერთ-ერთმა მწვრთნელმა, რეპერმა პატაპმა კი აღნიშნა, რომ უკვე გვიანია ღილაკზე ხელის დაჭერა.