loader

"გრემის" დაჯილდოებაზე ლეგენდარულმა ენი ლენოქსმა ხალხი "მოაჯადოვა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გრემის" დაჯილდოებაზე ლეგენდარულმა ენი ლენოქსმა ხალხი "მოაჯადოვა"

"გრემის" 57-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ლოს ანჯელესში გაიმართა, ლეგენდარული მომღერალი, 60 წლის ენი ლენოქსიც გამოჩნდა, რომელმაც Hozier-თან ერთად იმღერა. თავდაპირველად Hozier-მა თავისი ცნობილი ჰიტი Take Me To Church შეასრულა, მოგვიანებით კი მას ენი შეუერთდა, რომელმაც I Put A Spell On You იმღერა. დამსწრე საზოგადოება ლენოქსს დიდი ოვაციებით შეხვდა.