loader

საიდუმლო ამოხსნილია? - რა ფერისაა კაბა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საიდუმლო ამოხსნილია? - რა ფერისაა კაბა, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა

დიდი ხანია ასეთი დავა ინტერნეტსივრცეში არ ყოფილა. ადამიანები უბრალოდ ვერ თანხმდებიან კაბა შავი და ლურჯია თუ თეთრი და ოქროსფერი. რატომ ვხედავთ სხვადასხვა ფერს? მეცნიერების განმარტებით, ამის მიზეზი ფერების მუდმივობაა, რაც მდგომარეობს შემდეგში: ფოტო იმდენად ახლოდანაა გადაღებული, რომ კაბის გარშემო თითქმის არაფერი ჩანს, შესაბამისად ტვინი ვალდებულია თავისით წარმოიდგინოს გარემო პირობები. ისინი ვინც ხედავენ კაბას თეთრად და ოქროსფრად, მათი ტვინი ამ კაბის გარშემო აღიქვამს განათებულ ადგილს, ღია ფერის ოთახს, მზიან ამინდს და ა.შ. ხოლო ისინი ვინც კაბას შავად და ლურჯად ხედავენ, მათი ტვინი ამ კაბის გარშემო უფრო "ხელოვნურ" გარემოს წარმოიდგენს, ჩვეულებრივ ოთახში მხოლოდ ნათურის ყვითელი განათებით.