loader

გიგანტური მამრი კუს რეაქცია, როცა ადამიანებმა ინტიმი შეაწყვეტინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგანტური მამრი კუს რეაქცია, როცა ადამიანებმა ინტიმი შეაწყვეტინეს

სეიშელის კუნძულებზე National Geographic-ის ექსპედიციის დროს, მკვლევარებმა ორი გიგანტური კუს ინტიმს შემთხვევით ხელი შეუშალეს. ვიდეორგოლმა, რომელშიც მამრის რეაქციაა აღბეჭდილი, სამ დღეში თითქმის მილიონნახევარმა ადამიანმა ნახა.

მკვლევარებმა "შეყვარებული წყვილის" სულ რამდენიმე კადრის გადაღება მოასწრეს, როდესაც აღშფოთებულმა მამრმა ისინი შეამჩნია. "უკან დახევა დავიწყე, მაგრამ იგი არ ჩერდებოდა და განზრახული ჰქონდა, დამწეოდა და კუნძულიდან, სასურველია, ფეხის გარეშე გავეძევებინე", - აღნიშნავს ექსპედიციის ხელმძღვანელი პოლ როუზი.