loader

Главная сцена-ს გადაღებაზე გრიგორი ლეპსი კონსტანტინ მელაძეს გამოექომაგა და ახალგაზრდებს დებილები უწოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Главная сцена-ს გადაღებაზე გრიგორი ლეპსი კონსტანტინ მელაძეს გამოექომაგა და ახალგაზრდებს დებილები უწოდა

მუსიკალური შოუ Главная сцена-ს გადაღებები სკანდალით დამთავრდა. გრიგორი ლეპსმა ინტერნეტ ვარსკვლავები: კატია კლეპი, საშა სპილბერგი, ნიკია ლოლი, რუსლან უსაჩოვი, მაქსიმი და კოსტია გააკრიტიკა, რომლებმაც კონკურსანტების შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვეს. ყველაფერი კი იმითი დაიწყო, რომ წამყვანებმა გარიკ მარტიროსიანმა და გრიგორი ლეპსმა ახალგაზრდა ბლოგერებს: მაქსიმსა და კოსტიას კითხვით მიმართეს, რათა გაეგოთ, თუ რომელი მწვრთნელის გუნდს ჰქონდა ყველაზე ნაკლები მოწონებები ინტერნეტ აუდიტორიაში: "მიუხედავად კონსტანტინე მელაძისადმი უდიდესი პატივისცემისა, მისი გუნდი ჩვენი ინტერნეტმომხმარებლებისთვის ყველაზე უბრალოდ და არასაინტერესოდ ითვლება", - ასეთი პასუხი გასცეს წამყვანებს ბლოგერებმა.

ლეპსმა ვერ მოითმინა და ამ ყველაფერზე კომენტარი გააკეთა: "ჰო, რა,თქმა, უნდა, ყველაზე მოსაწყენი გუნდი ყავს კონსტანტინ მელაძეს, ვერაფერს მოუსმენ... მართლაც, ჩვენი დებილები, რომლებიც ინტერნეტთან სხედან, სიმართლეს ამბობენ, ვერაფერს იზამ! კოსტია, აბა ყველაზე მხიარული ტიპის როლში როგორ მოგეწონება ყოფნა? უბრალოდ, ფრთები გაკლია, ეგ გჭირდება და შემდეგ მთელი ინტერენტი, ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, ყველა ეს დებილი შენ შეგხედავს".