loader

მამაკაცური სილამაზის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში - რომელია თქვენი რჩეული? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცური სილამაზის იდეალები სხვადასხვა ქვეყანაში - რომელია თქვენი რჩეული?

რა ხდის მამაკაცს მომხიბვლელს? გამოცემა Buzzfeed-მა გადაწყვიტა, მთელი მსოფლიოს ქალები ერთდროულად ესიამოვნებინა და ერთ ვიდეორგოლში სხვადასხვა ქვეყანაში მამაკაცის სილამაზის იდეალებს მოუყარა თავი.

მაგალითად, აშშ-ში იდეალურად სრულყოფილი, დაკუნთული სხეული ითვლება, საუკეთესო სტილად კი "ლამბერსექსუალი" - წვერით, ღია ფერის კანითა და თმით, ასევე, მამაკაცური აღნაგობით. 2013 წელს ჰოლივუდურ ფილმებში მთავარი როლების შემსრულებლების 83% სწორედ ღია ფერის მამაკაცი იყო.

იტალიელი მამაკაცები მსოფლიოში ყველაზე მოდურებად ითვლებიან. მათ არ აშინებთ ექსპერიმენტები და ჭრელი ფერები ჩაცმულობაში. დიდ ბრიტანეთში პოპულარული სპორტსმენები, მაგალითად, დევიდ ბექჰემი მამაკაცის სილამაზის ეტალონად ითვლება. დაბოლოს, როგორია მომავლის მამაკაცი? 2010 წლის კვლევების თანახმად, შერეული რასის მამაკაცების დრო დგება, მალე ისინი ყველაზე მომხიბვლელებად იქნებიან მიჩნეულნი.