loader

საშინელი მეზობლები ზედა სართულზე - რა ”ჯანდაბას” აკეთებენ სინამდვილეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშინელი მეზობლები ზედა სართულზე - რა ”ჯანდაბას” აკეთებენ სინამდვილეში

მრავლსართულიანი სახლის ყველა მცხოვრები, რომელიც ბოლო სართულზე ქვემოთ ცხოვრობს, ხშირად ზემოთ მცხოვრები მეზობლებისადმი რიტორიკულ კითხვას სვამს: რა უნდა გააკეთო საკუთარ ბინაში, რომ ასეთი ჯოჯოხეთური ხმაური გამოიწვიო, მაგალითად, დილის 6 საათზე? იატაკზე ბოულინგი ითამაშო? ასეირნო სპილოების ჯოგი? ან შეიძლება, ერთმანეთს აგურებს ესვრიან მთელი სამეზობლო რომ გააღიზიანონ?!

კომედიური ვიდეორგოლის ავტორები ამასთან დაკავშირებით საკუთარ ახსნას გვთავაზობენ... მაგრამ იგი არ გვაიმედებს: ეკრანიზებული ვერსიის თანახმად, მეზობლები ნამდვილად აკეთებენ  ამ ყველაფერს და კიდევ ბევრ საშინელ რაღაცას, მაგრამ ამას შემთხვევით და სიბოროტით კი არ სჩადიან, არამედ "ხელოვნების" სიყვარულის გამო.