loader

კრეატორებმა ნაგვისგან იმ ადამიანების სახეები აღადგინეს, რომლებიც ქუჩებს აბინძურებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კრეატორებმა ნაგვისგან იმ ადამიანების სახეები აღადგინეს, რომლებიც ქუჩებს აბინძურებენ

რეკლამაში მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება კრეატიული ინდუსტრიისთვის უკვე ნორმას წარმოადგენს, მაგრამ არის პროექტები, რომლებიც ნამდვილი სამეცნიერო გარღვევაა. ასეთი პროექტის რეალიზება მოახდინეს Ogilvy & Mather HK-ის ჰონკონგელმა კრეატორებმა.

ნაგავი ჰონკონგის ქუჩებში ნამდვილი უბედურებაა: ტონობით ბოთლს, სიგარეტის ნამწვავებს და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქალაქის მცხოვრებლები და სტუმრები მის ცენტრშიც კი ტოვებენ. რეკლამის სპეციალისტებმა სიტუაციის რადიკალურად შეცვლა გადაწყვიტეს და ამისთვის გენეტიკას მიმართეს.

პროექტის ავტორებმა ქუჩებიდან სიგარეტი, საღეჭი რეზინა და სხვა ნაგავი აიღეს, რომელიც შესაძლოა დნმ-ს შეიცავდეს. იგი ლაბორატიორიაში გამოიკვლიეს და სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით იმათი სახეები აღადგინეს, ვინც გარესამყაროს უდიერად ექცევა.

ამის შემდეგ პორტრეტები ქალაქის ქუჩებში ნაგვის გამოსახულებასთან ერთად გამოფინეს, რომლებიც ანტიგმირებმა ქუჩაში დაყარეს. პროექტს, რომელსაც "ნაგვის სახე" დაარქვეს, ჰონკონგის მცხოვრებლებში ფართო რეზონანსი გამოიწვია.