loader

პატარამ ბაბუაწვერა პირველად ნახა - მისი არაჩვეულებრივი რეაქცია აუცილებლად უნდა ნახოთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატარამ ბაბუაწვერა პირველად ნახა - მისი არაჩვეულებრივი რეაქცია აუცილებლად უნდა ნახოთ!

ბავშვის რეაქცია, რომელმაც ბაბუაწვერა პირველად ნახა, საოცარი სანახავია. კიდევ უფრო საოცარი სანახავია მისი მამა ტომ ფლეტჩერი, რომელიც ვაჟთან ერთად გულიანად იცინის და მომხდარით დიდ სიამოვნებას იღებს.

ტომ ფლეტჩერი ცნობილი მომღერალი და ბრიტანული ჯგუფის, McFly-ს სიმღერების ავტორია. 2013 წელს მუსიკოსმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც პირველი შვილის, ბაზის დაბადებას მიუძღვნა. ახლახან კი ახალი ვიდეო გაასაჯაროვა, რომელშიც ვხედავთ, მისი პატარა ვაჟი ბაზი ბაბუაწვერას როგორ ეცნობა. "აი, რატომ არის ასეთი საოცრება მამობა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩემმა ვაჟმა ბაბუაწვერა ნახა... ძალიან სასაცილოა, არა?" - მიაწერა ბედნიერმა მამამ ვიდეოს.