loader

სმარტფონით გადაღებული თვალწარმტაცი სანახაობა - მოდელი ცეცხლის ფრთებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სმარტფონით გადაღებული თვალწარმტაცი სანახაობა - მოდელი ცეცხლის ფრთებით

ჩინურმა კომპანია Huawei-მ ცნობილ კანადელ ფოტოგრაფ ბენჟამინ ფონ ვონგს ახალი სმარტფონის, P8-ის ორიგინალური რეკლამის დამზადებისთვის მიმართა.

ბენჟამინს მართლაც უჩვეულო და თვალწარმტაცი რეკლამა გამოუვიდა. სამუშაოს ძირითადი და ყველაზე რთული პირობა იყო, ფოტო და ვიდეო სმარტფონით გადაეღო და ამასთან, "ფოტოშოპი" არ გამოეყენებინა. ყველაფერ ამასთან ერთად, მოდელი ცეცხლში უნდა ყოფილიყო გახვეული. ჩანაფიქრის განსახორციელებლად, ფოტოგრაფმა სინგაპურელი პიროტექნიკოსების ჯგუფი Starlight Alchemy მოიწვია.