loader

პრინცი უილიამის ახალშობილი ქალიშვილი უკვე სკანდალში გაეხვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრინცი უილიამის ახალშობილი ქალიშვილი უკვე სკანდალში გაეხვა

იაპონიაში, ოიტას პრეფექტურაში მდებარე ზოოპარკმა Takasakiyama-მ ახალშობილ მაკაკას პრინც უილიამის ქალიშვილის პატივსაცემად შარლოტა დაარქვა. ტრადიციულად, წელიწადში პირველად დაბადებულ მაიმუნის სახელს ადგილობრივი მცხოვრებლების ხმის მიცემით ირჩევენ. ამჯერად სახელმა შარლოტამ გაიმარჯვა. მან თითქმის 60 000 ხმა მოაგროვა.

სახელის გამოცხადებიდან მალევე ზოოპარკში უამრავმა ადამიანმა დარეკა, რომლებიც სახელის შეცვლას ითხოვდნენ. როგორც ერთ-ერთმა აღნიშნა, მას არ მოეწონებოდა, თუ რომელიმე ბრიტანულ მაიმუნს იაპონიის იმპერატორის ოჯახის წევრის სახელს დაარქმევდნენ.

ზოოპარკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხს განიხილავენ. კეიტ მიდლტონისა და პრინც უილიამის მეორე შვილი - პრინცესა შარლოტა ელისაბედ-დიანა 2015 წლის 2 მაისს დაიბადა.