loader

თუ Galaxy S6-ის ფული არ გაქვთ, მისი ეკონომიური "კლონი" თქვენთვისაა შექმნილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ Galaxy S6-ის ფული არ გაქვთ, მისი ეკონომიური "კლონი" თქვენთვისაა შექმნილი

კომპანია Landvo-მ ახალი სმარტფონი S6 დააანონსა, რომელსაც Samsung Galaxy S6-ის დიზაინის ყველა ძირითადი მახასიათებელი აქვს.

სიახლე Galaxy S6-ს, ფაქტობრივად, ყველაფრით ჰგავს, კორპუსის მომრგვალებული კიდეებით დაწყებული, ფოტოკამერის ადგილმდებარეობით დამთავრებული. რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს: Landvо-ს ახალ სმარტფონს 5,1-დიუმიანი ეკრანი აქვს, საკმაოდ მოკრძალებული - 720-პიქსელიანი გაფართოებით. ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 1 გბ-ია, შიდა ფლეშ-მეხსიერება 12 გბ-ს იტევს.

ამასთან, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, სმარტფონი ცუდი არ არის, უფრო მეტიც - შესანიშნავია, თუ მის ფასს - 110 დოლარს გავითვალისწინებთ.