loader

ვიდეომ, რომელშიც ვაჟი 69 წლის დედისთვის საქმროს ეძებს, 6 მილიონამდე ნახვა დააგროვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეომ, რომელშიც ვაჟი 69 წლის დედისთვის საქმროს ეძებს, 6 მილიონამდე ნახვა დააგროვა

ალექს ლიუნგოსის ვიდეომ, რომელშიც იგი 69 წლის დედისთვის საქმროს ეძებს, YouTube-ზე 5,6 მლნ ნახვა დააგროვა. ვიდეო ალექსმა 2015 წლის 10 მაისს გამოაქვეყნა. კლიპი, სახელად "ადამის ძიებაში", ლიუნგოსის დედას ეძღვნება, რომელსაც ევა ჰქვია და ნორვეგიაში ცხოვრობს.

"მინდა დედაჩემი ევა გაგაცნოთ, რომელიც მარტოა და კარგ მამაკაცს იმსახურებს. თუ ასეთი მამაკაცი ხართ ან ასეთს იცნობთ, გთხოვთ დაგვიკავშირდით", - დაწერა ლიუნგოსმა ვიდეოს კომენტარში. საკუთარ კლიპში ლიუნგოსი ევაზე დეტალურად ჰყვება: როგორი გართობა მოსწონს მას, რომელი სპორტი, რომელი სასმელი და ა.შ. ლიუნგოსს დედისთვის არ უთქვამს, რომ ასეთ კლიპზე მუშაობდა, მან ევას უკვე მზა ვიდეო აჩვენა და მისი რეაქცია ჩაწერა.