loader

როგორ იგინებიან პატარები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ იგინებიან პატარები

ბავშვების რეკლამაში გამოყენება ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო ტრენდია, რომელსაც მაყურებელი პოზიტიურად აღიქვამს, მაგრამ ავტომობილის ბრენდ Smart-ის რეკლამაში სარეკლამო სააგენტო BBDO Group-ის წევრებმა გადაწყვიტეს, ანგელოზების საყვარელი იმიჯისთვის გვერდი აევლოთ. ვიდეორგოლში ბავშვები მაყურებლებს აგრესიული ლექსიკით აოგნებენ.

ვიდეოს აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მშობლები ხშირად საჭესთან თავშეუკავებლები არიან, ბავშვები კი, როგორც ღრუბელი, ნებისმიერ ინფორმაციას იწოვენ. ამ პრობლემის გადასაწყვეტად გერმანელი მარკეტოლოგები Smart-ის ავტომობილს გვთავაზობენ, რომელიც მშობლების ნერვებს უფრთხილდება და ბავშვებს მათი გინებისგან იცავს.