loader

ემოციური შეხვედრა ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში: სიკვდილს გადარჩენილი "ბაქსი" პატრონმა წაიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური შეხვედრა ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში: სიკვდილს გადარჩენილი "ბაქსი" პატრონმა წაიყვანა

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის Facebook-ის გვერდზე ემოციური ვიდეო გავრცელდა, რომელსაც ასეთი კომენტარი ახლავს თან: "სიკვდილს სასწაულად გადარჩენილ ბაქსის პატრონმა მერაბ ფურცხვანიძემ მოაკითხა! ეს ვიდეორგოლი მათ ამაღელვებელ შეხვედრას ასახავს!".

შეგახსენებთ, 4 ივნისს, გამთენიისას მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ძაღლების თავშესაფარი დაიტბორა, რასაც 25 ძაღლი ემსხვერპლა, ადიდებულმა მდინარე ვერემ 60-მდე ძაღლი გაიტაცა.

იხილეთ:

კადრები უკომენტაროდ: რა მდგომარეობაა ძაღლების თავშესაფარში დატბორვის შემდეგ

ძაღლების თავშესაფარი მდინარე ვერემ დატბორა: ღამის კადრები და დახრჩობისთვის განწირული ძაღლების ყეფა

"ნეტა ყველაფერი დანგრეულიყო და ისინი გადარჩენილიყვნენ..." - თამაზ ელიზბარაშვილის მადლობა და გმირი ძაღლის ისტორია