loader

შუმბა აღარ არის... - ინტერნეტვარსკვლავი თეთრი ლომის ბოკვერი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შუმბა აღარ არის... - ინტერნეტვარსკვლავი თეთრი ლომის ბოკვერი დაიღუპა

თბილისის ზოოპარკში თეთრი ლომის ბოკვერების დაბადება ორი წლის წინ სენსაციად იქცა. სემისა და კლეოპატრას ნაშიერებმა მთელი თბილისის ყურადღება მაშინვე მიიპყრეს და ინტერნეტმომხმარებლების გულიც მალე მოიგეს. ზოოპარკის ოფიციალური გვერდიც ხშირად გვანებივრებდა პატარა ლომის სახალისო ვიდეოებით, რამაც შუმბა ინტერნეტვარსკვლავად აქცია. გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შუმბა ზოოპარკის ტერიტორიაზე იპოვეს მკვდარი. "დაიხრჩო, თუ - მოკლეს, არ ვიცით ჯერ" - ეს განცხადება "რუსთავი 2"-თან საუბრისას ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა. მისი თქმით, ცხოველის ახლოდან დათვალიერების საშუალება ჯერ არ მისცემიათ, რის გამოც არ იციან მისი სიკვდილის რეალური მიზეზი.

იქამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლომის ბოკვერი იპოვნეს ტყვიით იყო მოკლული. ზოოპარკის ადმინისტრაციამ იქამდე განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდებდა ყველას არ მოეკლათ ლომის ბოკვერი და შესაბამისი სამსახური გამოეძახათ თუ მას შენიშნავდნენ.

იხილეთ შუმბას პატარაობის ვიდეოები:

რატომ "ყიყინებს" თბილისის ზოოპარკის ბინადარი თეთრი ბოკვერი

თბილისის ზოოპარკის ბინადარი პატარა ბოკვერი ლოგინში ნებივრობს

როგორ ერთობიან თბილისის ზოოპარკში თეთრი ლომის ბოკვერი და შავი პუდელი

ასევე იხილეთ:

როგორ არის ბეჰემოტი, რომელიც გმირთა მოედანზე აღმოჩნდა

ბეჰემოტი გმირთა მოედანზე

ტყვიით დახოცილი ცხოველები - სტიქიის შედეგი ზოოპარკში (+16)