loader

ჩინელებმა iPhone 6s Apple-ზე ადრე გამოუშვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინელებმა iPhone 6s Apple-ზე ადრე გამოუშვეს

ჩინელი სპეციალისტები iPhone 6S-ის ოფიციალურ პრეზენტაციას არ დაელოდნენ და მოწყობილობის საკუთარი ვარიანტი წარმოადგინეს. iPhone 6S-ის ვარდისფერი "ასლის" ტესტირების ვიდეორგოლი Youtube-ის საკუთარ არხზე ჯონათან მორისონმა გამოაქვეყნა.

გარეგნულად კლონი ორიგინალური მოწყობილობისგან, რომლის ფოტოები ინტერნეტში ცოტა ხნის წინ გავრცელდა, დიდად არ განსხვავდება. ერთადერთი თვალშისაცემი განსხვავება ფერია. ადრე Apple-მა მოწყობილობების ახალი ფერით - "ვარდისფერი ოქროთი" გამოსვლის შესახებ განაცხადა. პირველი მოწყობილობა, რომელიც ამ შეფერილობით გამოვიდა, Apple Watch-ია. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ iPhone 6s-ის ფერი ამდენად კონტრასტული და მკვეთრი იქნება.

თუ კარგად დააკვირდებით, შესამჩნევია, რომ iOS-ის ნაცვლად სმარტფონზე Android-ია დაყენებული.