loader

სერფერს ზვიგენი შეჯიბრების დროს, ასობით თვითმხილველის თვალწინ დაესხა თავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერფერს ზვიგენი შეჯიბრების დროს, ასობით თვითმხილველის თვალწინ დაესხა თავს

ავსტრალიელ სერფერ მიკ ფენინგს სამხრეთ აფრიკაში შეჯიბრების, Jeffreys Bay-ს დროს ზვიგენი დაესხა თავს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ფენინგი დაფაზე იჯდა, როდესაც უკნიდან ზვიგენი მიეპარა. სერფერმა საოცარი სიმამაცე გამოიჩინა: თავდასხმის დროს დაფა აიფარა, შემდეგ კი ზვიგენს ზურგში ფეხი დაარტყა, რის შემდეგაც მტაცებელმა გაცურა. სერფერი არ დაშავებულა, შეჯიბრება კი დღის ბოლომდე განაახლეს. შეჯიბრების ერთ-ერთი კომენტატორი ფენინგს იმდენად თანაუგრძნობდა, რომ უცენზურო სიტყვაც წამოსცდა, რის გამოც ბოდიშიც მოიხადა.