loader

Sniper: Ghost Warrior 3-ის ვიდეოთამაშში მოქმედება საქართველოში ვითარდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Sniper: Ghost Warrior 3-ის ვიდეოთამაშში მოქმედება საქართველოში ვითარდება

კომპანიამ City Interactive თამაშის Sniper: Ghost Warrior 3-ის ახალი თრეილერი გამოაქვეყნა. ახალ თამაშში მოქმედება საქართველოში ვითარდება.

მესამე ნაწილში გაჩნდება ღია სათამაშო სამყარო არასწორხაზოვანი სიუჟეტური ხაზით. ეს სხვადასხვა მისიების გავლის დროს არჩევანის თავისუფლების მიზნით გაკეთდა, რომლებიც ფრთხილ ტაქტიკურ დაგეგმვას და გეგმის იდელურ შესრულებას მოითხოვს. მოთამაშეებს გადამდგარი ამერიკელი სნაიპერის როლის მორგებას სთავაზობენ, რომელიც საქართველოში რუსეთთან ომის თავიდან ასაცილებლად არის გამოგზავნილი.

Sniper: Ghost Warriors-ის გამოსვლა 2016 წლის დასაწყისში იგეგმება.