loader

გიგანტურ პიტბულ "ჰალკს" ლეკვები გაუჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიგანტურ პიტბულ "ჰალკს" ლეკვები გაუჩნდა

გახსოვთ ჰალკი - ყველაზე დიდი პიტბული მსოფლიოში? იგი კარგად გაწვრთნილი და პროფესიულად მომზადებული ძაღლია, რომელიც თავისი პატრონების ყველა ბრძანებას ასრულებს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, ისინი სიცოცხლის ფასადაც დაიცვას.

ცოტა ხნის წინ ჰალკი "ბედნიერი მამა" გახდა: მას 8 უსაყვარლესი ლეკვი გაუჩნდა.
ჰალკის პატრონები ნიუჰემპშირელი (აშშ) მარლონი და ლიზა რენნანები არიან.
"მათი მამა ნამდვილი ლეგენდაა, - სიამაყით ამბობენ მარლონი და ლიზა, - ამიტომ მათ ლეკვებსაც აქვთ უდიდესი პოტენციალი, რომ მამის კვალს გაჰყვნენ და არანაკლები პოპულარობა მოიპოვონ. ლეკვების უმეტესობა უკვე გაყიდულია - აი, რას ნიშნავს კარგი შთამომავლობა".
ერთი ლეკვის ღირებულება 55 000$-ია.

ჰალკი ნაზი გიგანტია და ძალიან კარგი მამა. მას შეუძლია საათობით იწვეს და ეფეროს თავის ლეკვებს. ჰალკმა დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ასეთი უზარმაზარი ძაღლიც კი, იმ შემთხვევაში, თუ მას კარგად აღზრდით და ასწავლით, შეიძლება საუკეთესო შინაურ ძაღლად იქცეს".

"ჩვენი შვილი ჯორდანი არც ერთ ჩვენს ძაღლს არასოდეს დაუკბენია და ჩვენ არ ვუშვებთ აზრსაც კი, რომ ასეთი რამ ოდესმე შეიძლება მოხდეს, - ამბობენ მშობლები, - ის 100%-ით უსაფრთხოდაა, როდესაც მათთან ურთიერთობს".

zooclub.ge