loader

სანაპიროზე უცნაური და ულამაზესი არსება იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სანაპიროზე უცნაური და ულამაზესი არსება იპოვეს

ამ ულამაზეს არსებას "ცისფერი ურჩხული" შეარქვეს. მისი ნამდვილი სახელი კი არის Glaukus Atlanticus-ი. ეს ზღვის მცხოვრები საკმაოდ იშვიათად გვხვდება და ავსტრალიის სანაპიროზე მისმა აღმოჩენამ ინტერნეტი სერიოზულად ააფორიაქა.

სახელის მიუხედავად, ”ცისფერი ურჩხული” მხოლოდ წყნარ და ინდოეთის ოკეანეში ბინადრობს.
მას ძალიან მჭრელი წვეტები აქვს კიდურებზე, რის გამოც არ არის რეკომენდებული ხელში აყვანა. თუმცა, მისი ხელში აყვანის და მოფერების ცდუნება დიდია.

გლაუკუსი ცხოვრების დიდ ნაწილს საკვების საშოვნელად მოგზაურობაში ატარებს. ფსკერზე ის არ ეშვება. გადაადგილდება მხოლოდ წყლის ზედაპირზე. ერთი შეხედვით უწყინარი შეხედულების, ასევე, პატარა ზომის მიუხედავად, ”ცისფერი ანგელოზი” მტაცებელია. მის რაციონში შედის ანტომედუზები, ასევე, სხვა მოლუსკები.

zooclub.ge