loader

ახალი iPhone 6S სულ მალე გამოვა, იქამდე კი ვიდეოში გაამჟღავნეს მისი მახასიათებლები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი iPhone 6S სულ მალე გამოვა, იქამდე კი ვიდეოში გაამჟღავნეს მისი მახასიათებლები

MacRumors-ზე ანონიმური წყაროს ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ნაჩვენებია ახალი iPhone 6s-ის გარეგნული სახე. ვიდეოში ახალი სმარტფონის უკანა სახურავი, დედა პლატა, აკუმულატორი და დისპლეი გვაჩვენეს. სიახლის გარეგნული დიზაინი iPhone 6-ის ტრადიციებს აგრძელებს.

განსხვავებებიდან - ექსპერტებმა უკაბელო კავშირის, Qualcomm WTR3925-ის ახალი მოდული შენიშნეს, რომელიც Apple ფლაგმანის წინა ვერსიას არ ჰქონდა. ახალი მოდული კავშირს უფრო სტაბილურს ხდის და მონაცემთა გადაცემის გაზრდილ სისწრაფეს უზრუნველყოფს. ასევე შესამჩნევია პროცესორის გაბარიტული ზრდა დაახლოებით 10%-ით.

iPhone 6s-ის პრეზენტაცია 9 სექტემბერსაა დაგეგმილი.