loader

მალე ჯერარნახულ ქართულ კომედიას ნახავთ - "დაgoogლე ზაზუ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მალე ჯერარნახულ ქართულ კომედიას ნახავთ - "დაgoogლე ზაზუ"

უცნაური სახელწოდება, სიცილის ბევრი მიზეზი და ქართული რეალობის იუმორისტული რაკურსი - ასეთია გიორგი მეგრელიშვილის კომედია "დაgoogლე ზაზუ", რომლის პრემიერაც 26 ნოემბერს, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება. ფილმზე "პალიტრა TV" და გიორგი მეგრელიშვილი (მეგრელა) ერთობლივად მუშაობდნენ.

"ფილმი მაშინ არის კარგი, როცა მასში 10 მცნებიდან ერთ-ერთი მაინც არის ჩადებული" - ამბობს რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი და კინოთეატრში მისულ მაყურებელს ჰპირდება, რომ ისინი განსაკუთრებულ კომედიას იხილავენ.

რომელი მცნებაა ჩადებული ფილმში, რატომ იყო ამ ფილმის გადაღება გმირობის ტოლფასი და რას ნიშნავს სახელწოდება "დაgoogლე ზაზუ", ამას უკვე ქართველი მაყურებელი 26 ნოემბრიდან, თბილისის კინოთეატრებში ნახავს.

ავტორები: თამარ კორკოტაშვილი, ბექა მშვილდაძე