loader

ბათუმის ზოოპარკში თეთრ პონს ანომალიურ კბილებზე ოპერაცია ჩაუტარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმის ზოოპარკში თეთრ პონს ანომალიურ კბილებზე ოპერაცია ჩაუტარდა

ბათუმის ზოოპარკში თეთრ პონს, სახელად შავთვალას, ოპერაცია ჩაუტარდა. ვეტერინარმა ცხოველს უკანა საღეჭი კბილების ანომალია დაუდგინა. პონის გადაგვარებული კბილები ეხებოდა ტუჩის ლორწოვან გარსს, რამაც ლოყის ტრავმა და წყლულები გამოიწვია. ბათუმის ზოოპარკმა ოპერაციის ჩასატარებლად სპეციალისტი დედაქალაქიდან მიიწვია. თბილისის იპოდრომის ვეტერინარმა გიორგი აფციაურმა ხუთი წლის შავთვალას გადაგვარებული კბილები დაუქლიბა და შემდგომი მკურნალობისთვის სავლებები და ანტიბიოტიკები დაუნიშნა.