loader

ნუცა ბუზალაძეს სიმპათიური მწვრთნელი სცენიდან "გაექცა" - მომღერალს მისი ფანები ემუქრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნუცა ბუზალაძეს სიმპათიური მწვრთნელი სცენიდან "გაექცა" - მომღერალს მისი ფანები ემუქრებიან

24 იანვარს თურქული Voice-ის მორიგი ტური გაიმართა, სადაც ნუცა ბუზალაძე არაჩვეულებრივად გამოვიდა და მწვრთნელმა ის მომდევნო ტურში გადაიყვანა. სიმღერა On The Floor-ის შესრულებისას, სცენაზე ცნობილი თურქი მომღერალი და ამჟამად Voice-ის მწვრთნელი მურატ ბოზიც ავიდა. ნუცა მას მიუახლოვდა და წაეცეკვა, რამაც ძალიან დააბნია მურატი და ეს სახეზეც შეეტყო. ამის შემდეგ ნუცას "ინსტაგრამი" მურატის ფანებმა აიკლეს და მომღერალს აფრთხილებდნენ, რომ ის აღარ გაკარებოდა მურატს.

"მადლობა ყველას! მიხარია, რომ მოგეწონათ, ჯერ ყველაფერი წინაა! მაგრამ აი, მურატის ფანები მგონი ხვალ სადმე დამხვდებიან და ყველაფერზე პასუხს მაგებინებენ. ვაიი.... ინსტაგრამი ამიფეთქეს", - წერს ბუზალაძე "ფეისბუკზე".

ასევე იხილეთ: ნუცა ბუზალაძის მორიგი ტრიუმფი თურქულ Voice-ში - ქართველმა მომღერალმა მეტოქეები რინგზე დაამარცხა