loader

ინოვაციური საწოლი, რომელიც მიწისძვრის დროს ისე იკეცება, ადამიანი დაცულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინოვაციური საწოლი, რომელიც მიწისძვრის დროს ისე იკეცება, ადამიანი დაცულია

ქვეყნებში, რომლებიც სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობენ და მიწისძვრები ხშირია, ცდილობენ დანერგონ ისეთი მაღალი ტექნილოგიები, რომელთა დახმარებით ადამიანების გადარჩენა მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი. ვიდეოში თქვენ ნახავთ ინოვაციური საწოლების მაკეტებს, რომლებიც გათვლილია მიწისძვრის დროს მომხდარ ნგრევაზე. საწოლები იკეცება ისე, რომ მასზე მწოლიარე ადამიანი ერთგვარ ყუთში, მის შიგნით აღმოჩნდება და ამგვარად გადარჩენის დიდი შანსი აქვს. საწოლის სიღრმეში განთავსებულია წყლით, მედიკამენტებითა და პირველადი მოხმარების საგნებით აღჭურვილი სათავსო.