loader

ძაღლი არ ენდო ადამიანებს, სანამ მას თავისი ლეკვები არ მიუყვანეს… - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძაღლი არ ენდო ადამიანებს, სანამ მას თავისი ლეკვები არ მიუყვანეს…

ცხოველები ხშირად საჭიროებენ ადამიანის დახმარებას, ხანდახან ადამიანზეა დამოიდებული მათი სიცოცხლე.

ცოტა ხნის წინ ორი საწყალი შეშინებული ძაღლი ნოვატოში, ცხოველთა თავშესაფარში (Marin Humane Society) მიიყვანეს. ძაღლების გასინჯვისას ვეტერინარებმა გაარკვიეს, რომ ერთ-ერთმა სულ ცოტა ხნის წინ ლეკვები გააჩინა. სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თავშესაფრის თანამშრომლებმა შეძლეს მიტოვებული ძაღლის ყოფილი პატრონის და მისი ოთხი ლეკვის პოვნა. როგორც გაირკვა, პატარები დედას არა მარტო დააშორეს, არამედ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ამყოფებდნენ.

ძაღლი, რომელიც მანამდე უარს ამბობდა ჭამაზე და კუთხეში მობუზული იჯდა, სრულიად შეიცვალა, როდესაც თავისი ლეკვები დაინახა. შეხვედრის ამ მგრძნობიარე მომენტის ყურება ცრემლის გარეშე შეუძლებელია.