loader

რატომ დაშორდნენ ოთო ფოლადაშვილი და ანა ახვლედიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ დაშორდნენ ოთო ფოლადაშვილი და ანა ახვლედიანი

მოდელი ანა ახვლედიანი და მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი დაშორდნენ. თითქმის ერთწლიანი ურთიერთობა წყვილმა ერთი თვის წინ დაასრულა. როგორც ანა "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, ორივემ ერთდროულად მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ბოლო დროს ერთმანეთს ვერ გაუგეს და კონფლიქტებს ცივილიზებულად დაშორება ამჯობინეს.

"ერთი თვე იქნება, რაც მე და ოთო ერთად აღარ ვართ. ცივილიზებულად ვისაუბრეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი შემდგომი ურთიერთობისთვის ასე უკეთესი იქნებოდა. არ მინდოდა, ოთო, როგორც ადამიანი, დამეკარგა, მას ძალიან ვაფასებ... წავიკითხე, რომ ოთოს დედამ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, ის ჯერ კიდევ ძიებაშიაო. კი, ის ისევ ძიებაშია. ოთოს ოჯახს შორიდან ვიცნობ, ძალიან ვაფასებ, პატივს ვცემ. იმედია, ოთო ისეთ მეორე ნახევარს ნახავს, როგორიც მის დედას გაუხარდება", - ამბობს ანა ახვლედიანი.