loader

რეალურად, სად არის გადაღებული ფოტო, რომელმაც ქართული ინტერნეტსივრცე შეცდომაში შეიყვანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რეალურად, სად არის გადაღებული ფოტო, რომელმაც ქართული ინტერნეტსივრცე შეცდომაში შეიყვანა

"ეს ფოტო ამერიკელის გადაღებულია და ჯეოგრაფიკის გამარჯვებულია! წალენჯიხა! მდინარე ჭანისწყალს უამრავი შენაკადი გააჩნია. ერთ-ერთია "ოტოფუე", აპრილის თვეში იქ ქვირითის დასადებად თევზები ამ სახით მიერეკებიან ხოლმე" - ფოტომ ამ წარწერით ქართული ინტერნეტსივრცე ორი დღეა დაიპყრო. ულამაზესმა სანახაობამ ქართველ ინტერნეტმომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - ნაწილი აღფრთოვანებული იყო იმით, რომ "საქართველოს ბუნება ასე მდიდარია", ნაწილს კი დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ ამდენ თევზს "გამრავლებას ვინმე დააცდიდა, ლიფსიტასაც კი არ დატოვებდნენ".

მოკლედ, ფოტოს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გვერდიდან, სადაც ფოტო 2015 წელსაა განთავსებული, იგი 3 ათასამდე ადამიანმა გააზიარა.

დავინტერესდით, ნამდვილად საქართველოშია თუ არა გადაღებული ფოტო და არის თუ არა ის National Geographic-ის გამარჯვებული.

Google-ში ხანგრძლივი ძიების შედეგად ირკვევა, რომ ეს ფოტო არა წალენჯიხაში, არამედ ტაილანდშია გადაღებული, ნამტოკის ეროვნულ ტყე-პარკში (Namtok Phlio National Park), რომელიც მდიდარია მდინარეებითა და ჩანჩქერებით.

წაიკითხეთ სტატია ambebi.ge-ზე