loader

უკრაინულ "X ფაქტორში" ისეთი ამბავი დატრიალდა, ჟიურის წევრი სცენაზე ავარდა, კონკურსანტი კი დაცვამ ძალით გაიყვანა... - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინულ "X ფაქტორში" ისეთი ამბავი დატრიალდა, ჟიურის წევრი სცენაზე ავარდა, კონკურსანტი კი დაცვამ ძალით გაიყვანა...

დაპირისპირება მოხდა უკრაინულ "X ფაქტორში" ჟიურის წევრსა და კონკურსანტს შორის. საშას მიერ შესრულებულმა სიმღერამ ჟიურის მხრიდან ნეგატიური შეფასება დაიმსახურა. მათ არა მარტო შესრულება, არამედ ტექსტიც დაიწუნეს. ამან გააღიზიანა გამომსვლელი, რომელიც ირწმუნებოდა, რომმ მსოფლიო დონის როკ ვარსკვლავები უწერენ სიმღერებს და ჟიურის კი მისი, უბრალოდ, შურს. გარდა ამისა, ჟიურიმ კონკურსანტს შესახსენა, რომ მისი ტექსტები სისხლის სამართლის კოდექსთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან ის არასრულწლოვან და ლესბოსელ გოგონებს სექსუალური შინაარსის სიტყვებით მიმართავს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი სცენაზე აიჭრა და კონკურსანტს მიკროფონი წაართვა, რადგან ის შენიშვნებს არ იღებდა და კამათს განაგრძობდა. საბოლოოდ ურჩი გამომსვლელი სცენიდან დაცვამ ძალით გაიყვანა.