loader

ამერიკული ფიტნესის ქართველი ვარსკვლავი - ნახეთ მისი გამოსვლა "შალახოს" ფონზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკული ფიტნესის ქართველი ვარსკვლავი - ნახეთ მისი გამოსვლა "შალახოს" ფონზე

ლას ვეგასში 18-19 ნოემბერს გამართული ფიტნესის ჩემპიონატის, Fitness America Weekend 2016-ის გამარჯვებული ქართველი ათლეტი, ეკატერინა მეიშვილი გახდა.

კონკურსი წელიწადში ერთხელ, ნოემბერში ტარდება და მასში მონაწილეობას 10-15 ათლეტი იღებს. როგორც ეკატერინა მეიშვილი ამბობს, ის ამ კონკურსში რამდენიმე წელია მონაწილეობს.

"ეს არის ყველაზე დიდი შეჯიბრი. კიდევ ერთია, რომელიც ტარდება მაიამიში - "ფიტნეს უნივერსი". "ფიტნეს უნივერსიც" მოვიგე 2015 წლის ივნისში", - განაცხადა ეკატერინა მეიშვილმა.

მისივე თქმით, ის ამ კონკურსებში მონაწილეობს იმიტომ, რომ მსოფლიოს საქართველოს სახელი გააცნოს.