loader

კადრი სიუჟეტიდან, რომლის გამოც თენგო გოგიტიშვილს სვანებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრი სიუჟეტიდან, რომლის გამოც თენგო გოგიტიშვილს სვანებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია

"P.S."-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სვანეთზე მომზადებული სიუჟეტის გამო, სადაც დასკვნით ნაწილში სვანური ქუდი "უხერხულ ადგილას" უჭირავს ხელით, გაბრაზება გამოიწვია. გოგიტიშვილი აღნიშნული კადრის გამო სვანებს ბოდიშს "ფეისბუქზე" უხდის და წერს:

"ყველა სვანებს უხდის ბოდიშს და ერთი ბოდიში ჩემგანაც მიუვიდათ. ფბ-ზე ტრიალებს სტოპ-კადრი, სადაც სვანური ქუდი "უხერხულ ადგილას" მიჭირავს ხელით, რამაც ბევრი გააბრაზა. მახსენებენ, რომ სვანური ქუდი განსაკუთრებულია, რადგან ჯვარი აქვს გამოსახული და სხვა და სხვა.
მეგობრებო, ცოტა უცნაური ტელევიზორები გქონიათ, თუ ამ კადრის შემდეგი კადრი ვეღარ ნახეთ. ან ვეღარ მოისმინეთ ნათქვამი. ის ქუდი თავზე დავიხურე და ვთქვი - "სადაც წახვალ, იქაური ქუდი დაიხურე". ასე დამთავრდა სიუჟეტი და ეს იყო ძირითადი შინაარსი. მეგონა, ყველასთვის გასაგები იქნებოდა, სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა.
ამიტომ ყველას, ვინც პირადად დარჩით შეურაცხყოფილები, სათითაოდ გიხდით ბოდიშს.
და მოგიწოდებთ, ცოტა მეტი გულისყურით უყუროთ ტელევიზორს, თუ იქიდან "სქრინ-შოტების" ამოღებას და მთელი სვანეთის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიის დადასტურებას ელით.
P.S. აგერ ყოფილა ბოლო კადრი - ზუსტად ქვემო პოსტზე.
P.P.S ირაკლი ნარსავიძემაც კი მადლობა მომწერა - თუკი მის დაცვას ცდილობთ ჩემგან
P.P.P.S. ბარემ ბოლომდე ვიტყვი ყველაფერს. ოღონდ ამას ჟურნალისტები გაიგებენ, სხვა ალბათ ვერა. თავდაპირველი ჩანაფიქრით, მთელი ტანი, გარდა თავისა და მტევნისა, უნდა ყოფილიყო "დაბლარული". არც ქუდი ჩანდა და არც არაფერი. სანამ თავზე არ დავიხურავდი. მაგრამ ბოლო მომენტში უარი მათქმევინეს ამ იდეაზე - ტექნიკურად რთულიაო:))"