loader

მამა ზოსიმე აცხადებს, რომ სალვადორ დალის ენით ეშმაკი საუბრობს - "ნახატზე ჰერმაფროდიტის საჩვენებელი თითი საქართველოზე მიუთითებს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამა ზოსიმე აცხადებს, რომ სალვადორ დალის ენით ეშმაკი საუბრობს - "ნახატზე ჰერმაფროდიტის საჩვენებელი თითი საქართველოზე მიუთითებს"

მამამ ზოსიმე, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს გამოჩნდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, როდესაც პარლამენტის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავდა,  ამჯერად მორიგი საჯარო განცხადებებით გამოდის. ის ტელეკომპანია "დროს" გადაცემაში ხელოვნებაზე ეშმაკის გავლენაზე საუბრობს.

მამა ზოსიმე ესპანელი მხატვრისა და სკულპტორის, სალვადორ დალის შემოქმედებას ეშმაკისეულს უწოდებს.
"ზოგჯერ ეშმაკი ხელოვნების ნიმუშებითაც საუბრობს. ადამიანს (დალის) სახეზეც ეტყობა, რა სულიც ამოძრავებს", - აცხადებს სასულიერო პირი და დალის მხატვრობაში ეშმაკის გზავნილების ერთ-ერთ მტკიცებულებად მხატვრის მიერ, 1943 წელს შექმნილი ნამუშევარი, სახელწოდებით "გეოპოლიტიკური ყრმა უყურებს ახალი ადამიანის დაბადებას" (ორიგინალი: Geopoliticus Child Watching the Birth) მოჰყავს.