loader

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ შეგრცხვება, თუ ჯერ არ დაგიწერია Facebook-ზე #NBAVOTE Zaza Pachulia - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ შეგრცხვება, თუ ჯერ არ დაგიწერია Facebook-ზე #NBAVOTE Zaza Pachulia

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ორი ახალგაზრდა ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად რეპავს. ისინი მასტერის სიმღერას მღერიან. ვიდეოს ავტორები თითოეულ ინტერნეტმომხმარებელს მოუწოდებენ, ხმა მისცეს ზაზა ფაჩულიას All Star-ში.

შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბრის საღამოს 20:00 საათიდან NBA-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩევა დაიწყო. "ოლ სტარისთვის" ხუთეულებს მხოლოდ გულშემატკივრები ირჩევდნენ, მაგრამ NBA-მ წელს შერჩევის პროცედურაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გულშემატკივრების წილი შერჩევაში 50% იქნება, ხოლო 25-25-პროცენტიანი წილი ექნებათ კალათბურთელებს და ჟურნალისტებს.

მხარდაჭერისთვის სოციალურ ქსელებში გამოიყენეთ ჰეშთეგი: #NBAVOTE Zaza Pachulia