loader

ორი პატარა თბილისელი გოგონას სიმღერას "პლანზე", ღვინოსა და "ნაშებზე" მწვავე რეაქციები მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი პატარა თბილისელი გოგონას სიმღერას "პლანზე", ღვინოსა და "ნაშებზე" მწვავე რეაქციები მოჰყვა

Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში, რომელშიც ორი პატარა გოგონა "პლანზე", ღვინოსა და "ნაშებზე" მღერის, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
გამოქვეყნებულ ვიდეოს ერთ-ერთი ბავშვის მშობელი Facebook-ზევე, კომენტარის სახით გამოეხმაურა.

"ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ვარ, ახლა გავიგე. ბავშვები თვითონ შოკში ჩავარდნენ, რომ ავუხსენი, რაზე მღეროდნენ. ახლა ისტერიკა აქვთ - ტირიან და სახლიდან გამოსვლა არ უნდათ. ხალხის ბოროტ კომენტარებზე გული მეწვის. სჯობს, იმას მიხედოთ, ვისაც ესმის, რას მღერის და აგებს პასუხს თავის საქციელზე. მადლობა იმ ტრავმისთვის, რომელიც ჩემს ბავშვს ამ ასაკში მიაყენეთ", - დაწერა მან.

Palitratv.ge Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოს დარედაქტირებულ ვერსიას გთავაზობთ, რომელშიც ბავშვების სახეები დაფარულია.