loader

"ბუგაროკებს" აყენებენ იმიტომ, რომ ფული რჩებათ" - თბილისელი მძღოლის ექსპერიმენტი ქუჩიდან, სადაც მიყოლებით 20 "ბუგაროკია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბუგაროკებს" აყენებენ იმიტომ, რომ ფული რჩებათ" - თბილისელი მძღოლის ექსპერიმენტი ქუჩიდან, სადაც მიყოლებით 20 "ბუგაროკია"

თორნიკე რაზმაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ქუჩის მცირე მონაკვეთი, სადაც მან 20 ე.წ. ბუგაროკი დათვალა. ვიდეოს ავტორი ეჭვს გამოთქვამს, რომ ისინი არა მოქალაქეების კეთილდღეობისთვის, არამედ "ფულის გასაკეთებლად კეთდება", რასაც ამავე ვიდეოში კიდევ ერთი ექსპერიმენტით ასაბუთებს. ის გვიჩვენებს გზის კიდევ ერთ მონაკვეთს თბილისის ზღვის ზოლზე, რომელსაც ვიდეოს ავტორი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოსახვევად მიიჩნევს. თორნიკე რაზმაძე აღნიშნავს, რომ იქ არ დგას არც ერთი ნიშანი, რომელიც მძღოლს სახიფათო მოსახვევის შესახებ აფრთხილებს.