loader

ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებს პატრული მენაყინეს რუსთაველზე - რა მოჰყვა ქალაქის ცენტრში გოგონასთვის შეურაცხყოფის მიყენებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებს პატრული მენაყინეს რუსთაველზე - რა მოჰყვა ქალაქის ცენტრში გოგონასთვის შეურაცხყოფის მიყენებას

ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პატრული მენაყინეს რუსთაველზე, სოციალური მედიით ნიქო გორგილაძემ გამოაქვეყნა. ის ფაქტის თვითმხილველია, თუმცა მისი პოსტიდან სრული სურათის გარკვევა, თუ რამ გამოიწვია მენაყინის დაკავება, რთულია.

"ახლახან [7 ივნისი, შუადღე], რუსთაველზე, ზებრაზე გადასვლისას, პოლიციის მანქანა გაჩერდა და მივარდნენ ქვეითად მოსიარულე, ნაყინის გამყიდველ მამაკაცს, "გაიმეორე, ბიჭო, რა თქვიო". მოქალაქე რუსულად პასუხობდა, რომ ვერაფერი გაიგო. თავიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს პოლიცია ხუმრობდა, სანამ ნაყინის ურიკითურთ გაქცეული მოქალაქე დაიჭირეს და ძალის გამოყენებით და ბორკილების დადებით მანქანაში ჩატენეს.
სულ ეს იყო. არ ვიცოდი, სხვა რისი გაკეთება შემეძლო და ვიდეო გადავიღე", - დაწერა ვიდეოს ავტორმა.

გამოქვყნებულ ვიდეოს "ფეისბუქზე" დისკუსია მოჰყვა. Palitravideo.ge-მ დისკუსიებში ნახა კიდევ ერთი პოსტი ამ თემაზე, რომელსაც მარი ურუშაძე აქვეყნებს და საიდანაც ირკვევა, რომ სწორედ მან გამოიძახა პატრული.

"ეხლა, როცა ამ სტატუსს ვწერ, ვარ ძალიან აღელვებული და ნერვებმოშლილი, რამდენიმე მიზეზით, ახლავე დაგიწერთ დეტალურად.
ჩემმა მეგობრებმა იციან და ვინც არ იცის, 3 დღეა ჩამოვედი თბილისში და ვარ ბედნიერი რომ ამდენი ხნის მერე როგორც იქნა დავბრუნდი. სავაჭრო ცენტრ "მერანიდან" გამოვედი და ვიღაც ქუჩის ტიპი მეტორღიალება, დღისით, მზისით, მაგინებს და "მუ*ელს" მეძახის, რამდენიმეჯერ შემეხო კიდეც.
მარტო ვიყავი და სრულიად დაძაბულმა ვცადე თავის არიდება, არ გამეშვა კარგა ხანს, ავკრიფე პატრულის ნომერი. ქუჩაში ვიღაც ტიპები კიდევ გამომესარჩლნენსავით და მალევე ჩაიარეს. 112 ვუთხარი უცებ უცებ, რაშიც იყო საქმე და ადგილს გამოვეცალე, წინ მოვდიოდი და ესეც მომყვებოდა. ამ დროს პატრულის მანქანებიც გამოჩნდა და მთხოვეს დამეცადა, მაგრამ დასტრესილმა ვარჩიე ადგილს გავცლოდი და დრო არ დამეთმო ჩვენებებისთვის. ახლა უფრო დალაგებულზე, ვხვდები უნდა დამეცადა. ჰო, და წამოვედი, მიხედავენთქო.
ახლა ვხედავ ვიღაცები ამ ტიპს აშეარებენ "საწყალიო" და მთავრობას ლანძღავენ. ჯერ ვერ მივმხვდარვარ, სპეციალურად გამოუშვეს ეს "ნაყინის გამყიდველი" თუუუ შემთხვევა გამოიყენეს თავის სასარგებლოდ", - წერს მარი ურუშაძე.

Palitravideo.ge-ს ჟურნალისტი ოფიციალური კომენტარისთვის უკვე უკავშირდება შსს-ს.