loader

30 წლის ასაკში დახვრეტილი ქართველი გენიოსის, პეტრე ოცხელის ცხოვრების გზა ტყვიის ფასად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

30 წლის ასაკში დახვრეტილი ქართველი გენიოსის, პეტრე ოცხელის ცხოვრების გზა ტყვიის ფასად

ბოლშევიკების სისხლიან მძიმე ხელს ვერც მხატვარი-სცენოგრაფი პეტრე ოცხელი გადაურჩა. მხატვარს რეჟისორ კოტე მარჯანიშვილთან ერთად, ქართული თეატრის აღორძინებაში განსაკუთრებული როლი მიუძღვის.

ქართული ავანგარდის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა, ირაკლი გამრეკელთან, კირილ ზდანევიჩთან და სხვა მხატვრებთან ერთად, სცენისა და კოსტიუმის დიზაინში რევოლუცია მოახდინა. მისი ხანმოკლე ცხოვრება გარდამტეხი აღმოჩნდა ქართული თეატრის სცენოგრაფიისთვის. პეტრე ოცხელის მიერ 1920-30-იან წლებში შექმნილი სცენოგრაფიული მხატვრობა დღესაც, XXI საუკუნეში, ისეთივე ავანგარდულია, როგორიც გასული საუკუნის დასაწყისში.